Eng | Geo
  კრედოს რიგით ოცდამესამე ფილიალი ქ. თბილისში გაიხსნა

საქართველოში რიგით ოცდამესამე, ხოლო ქ. თბილისში რიგით მეოთხე ფილიალი კრედომ 2012 წლის 16 მარტს გლდანში, შეშელიძის ქ. # 122-ში გახსნა. მსესხებელთა გაზრდილმა რაოდენობამ და ჩვენს პროდუქტებზე საგრძნობმა მოთხოვნამ განაპირობა ექსპანსია დედაქალაქში.

გლდანის ფილიალი მსესხებლებს შესთავაზებს აგრო და ურბანული ბიზნესის განვითარების სესხებს და განვადებას. ის მოემსახურება, როგორც ქ. თბილისის, ასევე დუშეთის, კასპის, მცხეთის, თიანეთის რაიონებში მცხოვრებ არსებულ და ახალ მომხმარებლებს. ახალი ფილიალი 23 მოტივირებულ და განათლებულ კადრს დაასაქმებს. თანამშრომლები მუდმივად გაივლიან სპეციალურ გადამზადების კურსებს  რათა უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ კრედოს მომხმარებლებს.

16.03.2012





Copyright © 2008 Credo.ge All Rights Reserved. Created By Neomedia