Eng | Geo
 

ჩვენი ძირითადი ფასეულობები
ძირითადი ფასეულობების მიზანია ორგანიზაციაში თანამშრომელთა შორის ურთიერთგაგების გაღრმავება და საერთო ღირებულებების განმტკიცება. ღირებულებები არის ორგანიზაციული ქცევის ფუნდამენტური საფუძველი და ასახავს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ, გვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, მართავს ბიზნეს პროცესებს და არეგულირებს ადამიანთა შორის სამსახურეობრივ ურთიერთობებს. ძირითადი ღირებულებები ის პრინციპებია, რასაც ვიყენებთ ყოველდღიურ საქმიანობაში და აისახება ჩვენს სამსახურეობრივ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში.

კრედოს ორგანიზაციული კულტურა განისაზღვრება ექვსი ფუნდამენტური ფასეულობით:

გუნდურობა
გუნდურობა ჩვენი სიძლიერეა. გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი მიიღწევა გუნდური მუშაობით.

ურთიერთპატივისცემა
ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს, ჩვენს კლიენტებს, პარტნიორებს და საზოგადოებას.

ერთგულება
ჩვენ ერთგულნი ვართ საერთო საქმის მიმართ.

პასუხისმგებლობა
ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი სამსახურეობრივი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებაზე.

სტაბილურობა
ჩვენ უზრუნველვყოფთ უკეთეს და სტაბილურ მომავალს. 

შესაძლებლობა
ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს.

 

 

 





Copyright © 2008 Credo.ge All Rights Reserved. Created By Neomedia